წინამდებარე ალბომი „მართვეს“ 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოსაცემად მოამზადა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა. ალბომი შეიცავს ორ კომპაქტ-დისკს (43 სიმღერა) და 32 გვერდიან ბუკლეტს, რომელიც მოგვითხრობს „მართვეს“ ისტორიას. სიმღერების უმეტესობას დღევანდელი „მართვე“ ასრულებს. კომპაქტ-დისკებში აგრეთვე შეტანილია ანსამბლის პირველი თაობის მომღერლების მიერ ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა.
სტუდია „მართვეს“ ადმინისტრაცია