მიმართულებები - ქორეოგრაფია
***
მიმართულება წარმოდგენილია 

ქალ-ვაჟთა ქორეოგრაფიული ანსამბლით. ხელმძღვანელი - კახა ცინცაძე.

კახა ცინცაძე - სტუდია „მართვეს“ ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი.
დაიბადა 1975 წლის 5 იანვარს ქ.თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 175-ე საჯარო სკოლა. 1986-1992 წწ.-ში ცეკვავდა ანსამბლ „მართვეში“. 1992 წელს ჩაირიცხა ქ.თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1995 წელს დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით. 1994-2012 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავში“ მსახიობ-მოცეკვავედ. 2012-2015 წლებში მუშაობდა ამავე ანსამბლში ქორეოგრაფ-რეპეტიტორად. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავში“ ადმინისტრატორის თანამდებობაზე. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს სტუდია „მართვეში“ ქორეოგრაფად.

გოგონათა ქორეოგრაფიული ანსამბლით. ხელმძღვანელი - ირინა მახარაძე.

ირინა მახარაძე - სტუდია „მართვეს“ ქორეოგრაფიის მიმართულების კლასიკური ბალეტის პედაგოგი.
დაიბადა 1954 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვახტანგ ჭაბუკიანის კლასში (1964-1972 წწ.). 1972 წელს ჩაირიცხა ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასში. პარალელურად მიიწვიეს რეპეტიტორ-მოცეკვავედ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავში“. 1997 წლიდან დღემდე არის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის (შემდგომში სტუდია „მართვე“) პედაგოგი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. არის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.


ცეკვის მოსამზადებელი ჯგუფებით. ხელმძღვანელი - სპარტაკ მდივანი.


სტუდია „მართვეს“ ადმინისტრაცია
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა